ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: ვაჟა-ფშაველა - ჩვენი მომავალი

ღონისძიებები

21 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე ლევან ბერძენიშვილთან. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: ვაჟა-ფშაველა, როგორც ახალი ადამიანის შემოქმედი; ვაჟა-ფშაველა და ლუკა რაზიკაშვილი; ვაჟა-ფშაველას მემკვიდრეობა მეოცე საუკუნეში; ვაჟა-ფშაველა - ჩვენი წინამძღოლი მომავალში; ვაჟა-ფშაველა - ევროპული ღირებულებების დამამკვიდრებელი; ვაჟა-ფშაველა და მსოფლიო.

დრო: 21 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები