ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: უილიამ შექსპირი - „მეფე ლირი“

ღონისძიებები

16 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის
- "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია.

ლექციის თემა:„უილიამ შექსპირი - „მეფე ლირი“.

შექსპირის ყველაზე კოსმიური ტრაგედია; ბუნება შექსპირის გაგებით; ადამიანი ბუნების წინააღდეგ; მადლიერება და უმადურება; პიროვნების ფენომენის აფეთქება; სამყარო, როგორც ადამიანის სულის ილუსტრაცია;  შექსპირის „მტრები“ და „მეგობრები“ — გოეთე, ჰიუგო, ტოლსტოი, შოუ, ჯოისი, ელიოტი; ქართველი ლირი — „ყველასგან მიტოვებული“.

დრო: 16 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

ბანერები