ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: უილიამ შექსპირი - „ჰამლეტი“

ღონისძიებები

2 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის  "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია.

ლექციის თემა:„უილიამ შექსპირი - „ჰამლეტი“.

ლევან ბერძენიშვილი საჯარო ლექციაზე განიხილავს შემდეგ თემებს: საქსონ გრამატიკოსის, კიდის, ჰამლეტი და ურ-ჰამლეტი; სამი წყარო, სამი მოტივი; თეატრი თეატრში; გაუბედაობა თუ განზრახ დაყოვნება? გოეთეს ინტერპრეტაცია; ელიოტის კრიტიკა; ევროპა - ჰამლეტი დღეს; ქართული თარგმანი.

დრო: 2 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

ბანერები