ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე - ”ფაუსტი”

ღონისძიებები

23 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია.
ლექციის თემა: იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე - ”ფაუსტი”.

ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: წყაროები; სხვა ფაუსტები (მარლო, ბულგაკოვი, თომას მანი, ბენე); ოთხიდან ერთი (დონ კიხოტი, დონ ჟუანი, ჰამლეტი, ფაუსტი); ფაუსტი და გრეტხენი; ფაუსტი და ჰელენე; ყველა ეპოქას თავისი ფაუსტი ეკუთვნის (კირკეგორი); ქართველი ფაუსტი, ქართული “ფაუსტი”.

დრო: 23 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”
დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები