ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: ჰენრიკ იბსენი - ”გარეული იხვი” ”თოჯინების სახლიდან”

ღონისძიებები

27 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია.

ლექციის თემაა: ჰენრიკ იბსენი - გარეული იხვი” ”თოჯინების სახლიდან

ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: აფთიაქარი და პოეტი; დებიუტი: „კატილინა“; დრამატურგიული რეფორმები; „თოჯინების სახლი“; იმპრესიონიზმისა და შექსპირის გადაკვეთა: „გარეული იხვი“; ახალი ანტიგონე და ახალი ჰამლეტი; ევროპის უკიდურესობანი: ნორვეგია და საქართველო.

დრო: 27 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები