ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: მოლიერის „დონ ჟუანი“

ღონისძიებები

6 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია.

ლექციის თემაა: მოლიერის „დონ ჟუანი“

ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: პროტოტიპი: დონ ხუან ტენორიო, მისი მეგობარი, კასტილიის მეფე პედრო პირველი, კომანდორ დონ გონზაგოს მკვლელობა, კომანდორ დე ულოას ქალიშვილის მოტაცება, დონ ხუან ტენორიოს მკვლელობა, ტირსო დე მოლინა, მოლიერი, კორნელი, „დონ ჟუანი“ და „ფაუსტი“, ბაირონის „დონ ჟუანი“, მოცარტის „დონ ჯოვანი“.

 დრო: 6 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები