ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: „დანტეს „ღვთაებრივი კომედია“: პირველი მიახლოება - „ჯოჯოხეთი“

ღონისძიებები

9 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის  "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. 

ლექციის თემა: „დანტეს „ღვთაებრივი კომედია“: პირველი მიახლოება - „ჯოჯოხეთი“.

ლევან ბერძენიშვილი საჯარო ლექციაზე განიხილავს შემდეგ თემებს: მესამე მოგზაური (ოდისევსისა და ენეასის შემდეგ); წინამძღოლი ვერგილიუსი და პოეტების დიდი ექვსეული; ცოდვათა ენციკლოპედია და გეოგრაფია; პირველი წრე დანტესთან და გულაგში; ჯოჯოხეთი, როგორც სტრუქტურა, მისი მცველები და მოსახლეობა; განსაწმენდელის გზის დარაჯი; XX საუკუნის დანტე.

დრო: 9 თებერვალი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

ბანერები