ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: „დანტეს „ღვთაებრივი კომედია“: მეორე მიახლოება - განსაწმენდელი“

ღონისძიებები

16 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის  "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. 

ლექციის თემა: „დანტეს „ღვთაებრივი კომედია“: მეორე მიახლოება - „განსაწმენდელი“.

ლევან ბერძენიშვილი საჯარო ლექციაზე განიხილავს შემდეგ თემებს: მცველი - კატონ უმცროსი, დანტე და თვითმკვლელობა; განკვეთილები და მომნანიებლები; მეფეთა ველი; შვიდი ცოდვა, შვიდი ასო P (peccatum); მიწიერი სამოთხე; დავიწყების მდინარე - ლეთე; გახსენების მდინარე - ევნოე; საიქიოს ხუთი მდინარე (აქერონი, სტიქსი, ფლეგეთონი, ლეთე, ევნოე)

დრო: 16 თებერვალი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

ბანერები