ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - ჩვენი მთავარი არგუმენტი: შოთა რუსთველი

ღონისძიებები

11 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია.

ლექციის თემაა: ჩვენი მთავარი არგუმენტი: შოთა რუსთველი

ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: რუსთველის საქართველო; „ვეფხისტყაოსნის“ ადგილი; შოთას პიროვნება - ჰიპოთეზები; რუსთველის მსოფლმხედველობა - ჰიპოთეზები; მთავარი ქართული წიგნი და მისი ბედი; ღია და ფარული ომი და პოლემიკა რუსთველთან; ბრძოლა რუსთველისთვის - ბრძოლა გადარჩენისთვის.

დრო: 11 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები