ღონისძიებები
20 ივლისი, 2024
ღონისძიებები
5 ივლისი, 2024
ღონისძიებები
5 ივლისი, 2024
ლევან ბერძენიშვილი - ოიდიპოსი: მითი, ტრაგედია, კომპლექსი
ღონისძიებები
პროექტის “- ილიაუნის მწერალი” - ფარგლებში გრძელდება ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციების სერია, სახელწოდებით - „როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით“.
ლექცია - ოიდიპოსი: მითი, ტრაგედია, კომპლექსი - ჩატარდება 24 ნოემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში “ლიგამუსი”.
ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: ოიდიპოსი ჰომეროსიდან სოფოკლემდე; ხელოვანის თავისუფლება მითის ქმნადობაში; თებე: მითი და ქალაქი; ესქილეს ხედვა: შვიდნი; სოფოკლესეული თებეს ციკლი; ოიდიპოსი და ბედისწერა; სოფოკლეს ოპტიმიზმი; ფროიდის პესიმიზმი.
ლექციის ჩატარების დრო: 24 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”
დასწრება თავისუფალია.