ღონისძიებები
20 ივლისი, 2024
ღონისძიებები
5 ივლისი, 2024
ღონისძიებები
5 ივლისი, 2024
ლევან ბერძენიშვილი - ანტიგონე: თავგანწირვა
ღონისძიებები
პროექტის - ”ილიაუნის მწერალი” - ფარგლებში გრძელდება ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციების სერია, სახელწოდებით - „როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით“.
ლექცია - ანტიგონე: თავგანწირვა - ჩატარდება 1-ლ დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში “ლიგამუსი”.
ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: ადამიანი და სახელმწიფო; დაწერილი და დაუწერელი კანონები; ძმა, ქმარ-შვილი; პატარა გოგო და დიდი სახელმწიფო; ანტიგონეს ძალა; საყვედური მაყურებელს; კიდევ ერთხელ სოფოკლეს ოპტიმიზმზე.
ლექციის ჩატარების დრო: 1-ლი დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”
დასწრება თავისუფალია.