ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლექციების ციკლი „შინაური ცხოველები და ადამიანები“ – „კატების სახლში ყოლის წესები და რეკომენდაციები“

ღონისძიებები

11 თებერვალს, 17:00 საათზე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „შინაური ცხოველები და ადამიანები“ მეათე ლექცია თემაზე: „კატების სახლში ყოლის წესები და რეკომენდაციები“.

ლექციას საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბის დამფუძნებლები ნინი რთველიაშვილი და ბელა მაღრაძე წაიკითხავენ.

▶️ ლექციის ძირითადი თემებია:

  • რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ მოვემზადოთ კატის აყვანისათვის;
  • როგორ დავიცვათ ჩვენი კატების უსაფრთხოება ისე, რომ არ დავარღვიოთ მათი ქცევის გამოხატვის თავისუფლება;
  • მიუსაფარი კატების პრობლემები და სპეციფიკა საქართველოში;
  • მიუსაფარი კატების გადარჩენა და ფოსტერინგი; 
  • კატების პოპულაციის მართვის მნიშვნელობა.

საჯარო ლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.


დრო: 11 თებერვალი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები