ღონისძიებები
3 სექტემბერი, 2026
ღონისძიებები
30 ივლისი, 2026
ღონისძიებები
23 ივლისი, 2026
ლექციების ციკლი „შინაური ცხოველები და ადამიანები“ – „,ცხოველთან ურთიერთობა ადამიანის ასაკობრივი განვითარების კვალდაკვალ“
ღონისძიებები
26 თებერვალს, 17:00 საათზე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „შინაური ცხოველები და ადამიანები“ მეთორმეტე ლექცია თემაზე: ,,ცხოველთან ურთიერთობა ადამიანის ასაკობრივი განვითარების კვალდაკვალ“.
საჯარო ლექციას ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრის „კამარა“ დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე წაიკითხავს.
საჯარო ლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
დრო: 26 თებერვალი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.