ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლექციები აუტიზმის თემაზე

ღონისძიებები

22, 23 და 24 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის N101 აუდიტორიაში (ყოფილი აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, გ. წერეთლის 3, S კორპუსი) ფრანგი ფსიქოანალიტიკოსები, ლიონის უნივერსიტეტის პროფესორები ანა ბრუნი და ბერნარდ შუვიე  წაიკითხავენ ლექციებს აუტიზმის თემაზე. კერძოდ, ფსიქონალიტიკური მიდგომის თვალსაზრისით აუტიზმის გამომწვევი მიზეზების, დაცვითი მექანიზმების, ობიექტების, მკურნალობის სხვადასხვა მეთოდების (არტთერაპია, ინდივიდულური და ჯგუფური ფსიქოთერაპია), აგრეთვე აუტისტი ბავშვების ოჯახში, სკოლასა და სოციუმში ინტეგრაციის შესახებ. გაიმართება დისკუსია თემის გარშემო.

ლექციები გაიმართება

ორშაბათს: 14.00 საათზე   
სამშაბათს: 10.00 საათზე
ოთხშაბათს: 10.00 საათზე

ბერნარდ შუვიე - ლიონის უნივერსიტეტის პროფესორი კლინიკურ ფსიქოლოგიაში. შემოქმედების სამკურნალო პროცესების კვლევის ნაციონალური სააგენტოს (ANR) კოორდინატორი. მისი კვლევითი ინტერესების სფეროს შეადგენს ბავშვთა ფსიქოპათოლოგიაში ნახატების და თამაშის როლი, შემოქმედების პროცესი და სიმბოლიზაცია. იგი ავტორია ამ სფეროში მრავალი სტატიისა.

ანა ბრენი - ლიონის უნივერსიტეტის პროფესორი ფსიქოპათოლოგიისა და კლინიკური ფსიქოლოგიის დარგში, კლინიკური ფსიქოლოგიისა და ფსიქოპათოლოგიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, შემოქმედების პრინციპებზე დაფუძნებული კლინიკების ევროპული ქსელის კოორდინატორი. მისი კვლევის საგანია ბავშვთა აუტიზმი და ფსიქოზი, სხეულის სენსომოტორული კავშირი ფსიქოპათოლოგიასთან და შემოქმედებითი კლინიკა. იგი აუტიზმის და ფსიქოზის შესახებ მრავალი სტატისა და რამდენიმე წიგნის ავტორია.

ფსიქოანალიტიკური მიდგომის თანახმად, აუტიზმი არის დაცვითი რეაქცია სომატური სეპარაციის (სხეულებრივი განშორების) ნაადრევ გაცნობიერებაზე. აუტისტები მასობრივი კატასტროფისა და გაქრობის (ანიჰილაციის), პრიმიტიული აგონიის (ვინიკოტი) მომგვრელი შფოთვის განვითარების საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ეს არის დეზინტეგრაციის, დაუსრულებელი ვარდნის, სიცარიელის, სხიზისის -  ნაწილებად დაშლისა და სივრცეში გაქრობის შიში. ტასტენი აღწერს  ამგვარ პრიმიტიულ შიშებს მოვარდნილი წყლის, წყალდიდობის, ქარიშხლისა და ვულკანის ამოფრქვევის მეტაფორებით.

ჩვენ განვსაზღრავთ „წებოვან იდენტიფიკაციას“ და დაშლის პატერნს (მელცნერ), რომელთაც აუტისტები იყენებენ. აგრეთვე განვიხილავთ  აუტიზმის პატერნებსა და ობიექტებს, აუტისტი ბავშვების მოვლის და მკურნალობის სხვადასხვა ფორმებს, რომელიც ხორციელდება თერაპიული მედიაციით (ფერწერა, ნახატები, წყლით თამაში, სკულპტურა ზღაპრები) და ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპიის მეთოდებით. ლექციების დროს განვიხილავთ კლინიკურ შემთხვევებს და მსმენელების მიერ წარმოდგენილ რთულ სიტუაციებსაც. გაიმართება დისკუსია.

ბანერები