ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლექცია თემაზე - "სამოქალაქო აქტივიზმი"

ღონისძიებები

31 მაისს, 15:00 საათზე, 101 -ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ.32) გაიმართება ლექცია თემაზე:"სამოქალაქო აქტივიზმი", ლექციას წაიკითხავს საერთაშორისო ორგანიზაციის ,,სტუდენტური ნაბიჯი პროგრესისკენ” პრეზიდენტი, პოლიტოლოგიის მაგისტრი ამირან ლაფაჩიძე.

"ლექცია შედგება თეორიული და პრაქტიკული სამუშაოსგან. თეორიულ ასპექტში განხილული იქნება სამოქალაქო საზოგადოების და სამოქალაქო აქტივიზმის ძირითადი საკითხები და მაგალითები. სამოქალაქო საზოგადოებას ძალუძს ბევრი, მას შეუძლია იმ საზოგადოებრივი პრობლემის თუ სირთულის აღმოფხვრა, რომლისთვისაც დღეს მიმართავენ ხელისუფლებას, სხვადასხვა მმართველ ან საერთაშორისო სტრუქტურებს. სამოქალაქო საზოგადოებას აქვს საკმაო ინსტრუმენტები არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, რომლის გამოყენებითაც ჩვენ შევძლებთ ქვეყნის განვითარებაში უდიდესი წვლილის შეტანას."

ბანერები