ლექცია „PR-ის ფსიქოლოგია“
ღონისძიებები
5 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ „პერიტუს ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინა პერტენავას ლექციაზე „PR-ის ფსიქოლოგია“.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 4 დეკემბრის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია.
*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.
შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 13:45 საათი
დრო: 5 დეკემბერი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: E406 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი