ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლექცია „პერსონალური PR-ის თავისებურებები“

ღონისძიებები

20 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ „პერიტუს ჯგუფის“ დირექტორის, ელდარ პირმისაშვილის ლექციაზე: „პერსონალური PR-ის თავისებურებები“.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 19ნოემბრის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია.

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 13:45 საათი

დრო: 20 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ბანერები