ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლექცია ანტინარკოტიკული კამპანიის შესახებ

ღონისძიებები

24 აპრილს, 16:00 სთ-ზე (ი. ჭავჭავაძის N32, აუდიტორია A101), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი საჯარო ლექციათა სერიის ფარგლებში გთავაზობთ მორიგ შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილე, ბატონ დავით საყვარელიძესთან.

ლექცია შეეხება ანტინარკოტიკულ კამპანიას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო და რომლის განხორციელებაშიც აქტიურად არის ჩართული საქართველოს პროკურატურა.

ლექციის ფორმატი ითვალისწინებს ინტერაქციული მეთოდის გამოყენებას, შესაბამისად, დამსწრე აუდიტორიას მიეცემა საშუალება გამოთქვას საკუთარი მოსაზრება და დასვას შეკითხვები.

ბანერები