ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლელა რეხვიაშვილის საჯარო ლექცია: მცირე მოვაჭრეობა და უხილავი მოძრაობა მარკეტიზაციის წინააღმდეგ

ღონისძიებები

23 დეკემბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება ლელა რეხვიაშვილის საჯარო ლექცია: მცირე მოვაჭრეობა და უხილავი მოძრაობა მარკეტიზაციის წინააღმდეგ.

პოსტრევოლუციური მთავრობის (2003-2012) მიერ მარგინალიზებული ჯგუფების, გარემოვაჭრეების, დევნილების, ღარიბების, თბილისის ცენტრალური უბნებიდან განდევნას არსებული ლიტერატურა მთავრობის მიერ ქალაქის ორიენტალური, „ჩამორჩენილი“ იერსახის (მათ მიერ აღქმული) ევროპული, ცივილიზებული იერსახით ჩანაცვლების სურვილს უკავშირებს. ამ ლიტერატურის მიხედვით, პოსტრევოლუციური მთავრობის ხედვა კაპიტალიზმსა და დასავლურობაზე ზედაპირული და არათანმიმდევრული იყო. ამ მოსაზრებების საპირისპიროდ, პრეზენტაცია განიხილავს პოსტრევოლუციური მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების ეკონომიკურ მიზნებს და აჩვენებს, რომ მთავრობის ნაბიჯები ზედმიწევნით იმეორებს მარკეტიზაციის განხორციელების არსებულ სტრატეგიებს გლობალურ სამხრეთსა და ჩრდილოეთში. პრეზენტაცია ასევე ხსნის, თუ რატომ არის საჯარო და კერძო სივრცეების გამოყოფა და საჯარო სივრცეების საშუალო/მდიდარი ფენების ინტერესებზე მორგება ნეოლიბერალური მარკეტიზაციის ქვაკუთხედი. მეტიც, პრეზენტაცია განიხილავს მოვაჭრეების წინააღმდეგობას, როგორც მარკეტიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის არაფორმალურ სტრატეგიებს. მაშინ, როდესაც ლიტერატურა ძირითად ფოკუსს ორგანიზებულ სოციალურ მოძრაობებზე და სამოქალაქო ჯგუფების განხილვაზე აკეთებს, ეს პრეზენტაცია ბრძოლის უხილავ, ყოველდღიურ მაგრამ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიებზე ამახვილებს ყურადღებას.

დრო: 23 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები