ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლარს ვიგერლანდის საჯარო ლექცია „შეუძლია თუ არა „კარგ არქიტექტურას“ უპასუხოს ბაზრის გამოწვევას?“

ღონისძიებები

16 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის 401 აუდიტორიაში დოქტორი ლარს ვიგერლანდი წაიკითხავს საჯარო ლექციას „შეუძლია თუ არა „კარგ არქიტექტურას“ უპასუხოს ბაზრის გამოწვევას?“

თემის მოკლე მიმოხილვა

რას გულისხმობს ბუნდოვანი ტერმინი „კარგი არქიტექტურა” და ბაზარზე არის თუ არა მასზე მოთხოვნა? აშშ-ში ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით მომხსენებელი შეეცდება, პარალელი გაავლოს, ზოგადად, არქიტექტურასა და იმ კომენტარებსა და რეფლექსიას შორის, რომელიც თბილისის სამშენებლო დაგეგმარებასა და დიზაინის გარშემო არსებობს. ლექცია საინტერესო იქნება მიკროპერსპექტივიდან როგორც უძრავი ქონების ინვესტორების, ასევე მაცხოვრებლებისა და დამქირავებლებისთვის, ხოლო მაკროპერსპექტივიდან – სილამაზე ყოველდღიურობის წინააღმდეგ, რეგიონულობა გლობალიზმის წინააღმდეგ და უნიკალურობა უნივერსალურობის წინააღმდეგ.

მომხსენებლის შესახებ

დოქტორი ლარს ვიგერლანდი სტოკჰოლმის სოდერტორნის უნივერსიტეტის (შვედეთი) წამყვანი ლექტორი და მკვლევარია. ასევე ბიზნესმენი, ინვესტორი, კონსულტანტი და სხვადასხვა საქველმოქმედო და სამეცნიერო ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრია. დოქტორი ვიგერლანდი ასწავლის მარკეტინგს, ფინანსებს, კვლევის მეთოდებსა და მეცნიერების ფილოსოფიას. მისი კვლევის სფეროა უძრავი ქონება, საბანკო საქმე, ფილოსოფია და ბიზნესის ეთიკა.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 16 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: T401 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები