ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კვლევითი ანგარიშების პრეზენტაცია

ღონისძიებები

27 ნოემბერს, 13:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი" გაიმართება ილიაუნის ბიზნესის კვლევების ცენტრის, PMC კვლევითი ცენტრის და ქუთაისის უნივერსიტეტის ერთობლივი ღონისძიება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება კვლევითი ანგარიშების პრეზენტაცია შემდეგ პროექტებზე:

  • „ქალაქ თბილისის ჰოსპიტალური სექტორის და მისი ღირებულებათა ჯაჭვის კონკურენტუნარიანობის ანალიზი - Smart Specialisations-ის მეთოდოლოგიის კომპონენტების გამოყენებით“
    მომხსენებელი:
    გიორგი ხიშტოვანი, ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, PMC RC დირექტორი;

  • „ქალაქ ქუთაისისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების კონკურენტუნარიანობის შეფასება“.
    მომხსენებელი:
    პაატა კლდიაშვილი, ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

კვლევები მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) ფარგლებში. კვლევის შედეგებთან ერთად ღონისძიებაზე განიხილავენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს.

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მონაწილეობა 24 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე nino.pataraia@iliauni.edu.ge

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 27 ნოემბერი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები