ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კვლევის სწავლება საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტებით

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი TEMPUS - ის პროექტის ფარგლებში ახორციელებს პროექტს SALiS, რომლის მიზანია სკოლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აქტიურად სწავლების ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება ევროპელი (ირლანდია, გერმანია, ბულგარეთი) და სხვა პარტნიორი ქვეყნების (საქართველო, მოლდოვა, ისრაელი) უნივერსიტეტების თანამშრომლობის საფუძველზე.

პროექტის ფარგლებში ა.წ. 9-11 მაისს 10:00 საათზე, ლიმერიკის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ჩაილდსი და დოქტორი სარა ჰაიესი ჩაატარებენ ტრენინგს: “კვლევის სწავლება საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტების გზით“.

ტრენინგის მონაწილენი იქნებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ბათუმის, ქუთაისის და თელავის უნივერსიტეტის პროფესორები და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პედაგოგები.

ტრენინგი ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის SALiS ლაბორატორიაში (გ. წერეთლის 2, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა, მე-5 სართული).

ბანერები