ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კვლევის – „სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის“ – ანგარიშის პრეზენტაცია

ახალი ამბები

6 ოქტომბერს,  15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში Erasmus + პროექტის: „კურიკულუმის რეფორმა დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში ფარგლებში დაგეგმილია კვლევის – „სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის“ – ანგარიშის პრეზენტაცია. კვლევა შესრულებულია პროექტში ჩართული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ 2016-17 წლებში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელობით. მათ ასისტირებას უწევდნენ პროექტის მონაწილე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც.              

პრეზენტაცია განკუთვნილია ილიას სახელმწიფო ინივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის, ასევე მოწვეული იქნებიან პროექტში ჩართული უნივერსიტეტების სტუდენტები, ამ თემით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები.

დრო: 6 ოქტომბერი, 15:00-17:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები