ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კვლევის – „პენიტენციური დაწესებულებებიდან მსჯავრდებულთა განთავისუფლებისათვის მომზადების პროცესი, როგორც „გარდამავალი მენეჯმენტის“ შემადგენელი ნაწილი“ – პრეზენტაცია

ღონისძიებები

12 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კვლევის – „პენიტენციური დაწესებულებებიდან მსჯავრდებულთა განთავისუფლებისათვის მომზადების პროცესი, როგორც „გარდამავალი მენეჯმენტის“ შემადგენელი ნაწილი“ – პრეზენტაცია, რომელსაც გაუძღვება კვლევის ავტორი და სამართლის სკოლის ლექტორი ანტონ ქელბაქიანი.

კვლევის მიზანი იყო პენიტენციური დაწესებულებებიდან მსჯავრდებულთა განთავისუფლებისათვის მომზადების პროცესის შეფასება, რომელიც განხორციელა ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ პარტნიორ ორგანიზაციებთან – საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა” და საერთაშორისო ორგანიზაცია „Mainline Foundation” (ნიდერლანდები) ერთად.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

დრო: 12 ივნისი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები