ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კვლევის მონაცემების მართვა (Research Data Management) - სემინარი სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის

სემინარები

2022 წლის 24 ოქტომბერს 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გიწვევთ სემინარზე, რომელსაც გაუძღვება მაქს პლანკის (მიუნხენი, გერმანია) ციფრული ბიბლიოთეკის თანამშრომელი დოქტორი ივ ვინსენტ გროსმანი.

სემინარზე დეტალურად განიხილება კვლევის მონაცემების მართვასთან დაკავშირებული ასპექტები: კვლევის მონაცემების დეფინიცია; მეტამონაცემები და სტანდარტები; FAIR DATA პრინციპები; სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები; კვლევის მონაცემების გრძელვადიანი დაარქივება. მომხსენებელი პირველ ნაწილში ისაუბრებს ზოგად არსსა და მნიშვნელობაზე, მეორე ნაწილში კი განიხილავს კონკრეტულ მაგალითებს.

სემინარი საინტერესო იქნება სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის მეცნიერების ყველა დარგში, ასევე მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

სემინარი ჩატარდება 24 ოქტომბერს 19:00 საათზე დისტანციურ ფორმატში.

სამუშაო ენა: ინგლისური

სემინარზე დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარ რეგისტრაცია ბმულზე.

2022 წელი

 

ბანერები