ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„კვანტური გამოთვლები ცივი ატომებით ოპტიკური პინცეტების ორგანზომილებიან მესერში“ – პროფესორ გიორგი ვეშაპიძის საჯარო სემინარი

ღონისძიებები

24 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი გიორგი ვეშაპიძე გამართავს საჯარო სემინარს „კვანტური გამოთვლები ცივი ატომებით ოპტიკური პინცეტების ორგანზომილებიან მესერში“.

კვანტური გამოთვლები ოპტიკური პინცეტების (Optical Tweezers) ორგანზომილებიან (რამდენიმემიკრონიანი პერიოდის მქონე) მესერში ჩაჭერილ ულტრაცივ გაზის ატომებზე წარმოადგენს კვანტური კომპიუტერის რეალიზების ახალ, სწრაფად განვითარებადსა და პერსპექტიულ მიმართულებას.

კვანტური კომპიუტერის ამ რეალიზაციაში

  •  ქუბიტის როლს ასრულებს ოპტიკურ პინცეტში ჩაჭერილი ატომის ბირთვული სპინი;
  • ქუბიტის ადრესაცია/დამისამართება ხდება ოპტიკური პინცეტის ინტენსივობის ცვლილებით (რაც იწვევს ატომის ელექტრონული რეზონანსის წანაცვლებას);
  • ქუბიტებზე მანიპულირებენ ატომის გარე ელექტრონის რეზონანსული აღგზნებით (ოპტიკური დიაპაზონის ლაზერის საშუალებით);
  •  მეზობელი ქუბიტები ურთიერთქმედებენ (რაც აუცილებელია ელემენტარული კვანტური გეითების/ოპერაციების უნივერსალური სიმრავლის ასაგებად) მათი რიდბერგის დონეზე აღგზნებით (ასევე ოპტიკური დიაპაზონის ლაზერის საშუალებით);
  • ქუბიტები ამოიკითხება მიკროსკოპითა და ციფრული კამერით.

კვანტური გამოთვლების ეს სქემა სპეციალისტებს მნიშვნელოვან უპირატესობებს სთავაზობს სხვა მიდგომებთან შედარებით.

მომხსენებელი განიხილავს ელემენტარულ თეორიულ საფუძვლებს, ექსპერიმენტულ მეთოდებსა და ბოლო მიღწევებს.

პროფესორ გიორგი ვეშაპიძის შესახებ: https://faculty.iliauni.edu.ge/business/veshapidze-giorgi/

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 24 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2024

 

ბანერები