ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კრებულის „საზრისები“ პრეზენტაცია „ლიგამუსში“

ღონისძიებები

15 ოქტომბერს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კრებულის „საზრისები" პრეზენტაცია. წიგნის იდეის ავტორი, შემდგენელი და რედაქტორია გია მურღულია.

კრებულში სასკოლო პროგრამისთვის მნიშვნელოვანი ნიმუშების, ერთი და იმავე ტექსტის შესახებ, წარმოდგენილია განსხვავებული ხედვისა და თვალსაზრისის წერილები, რომელთა დიდი უმრავლესობა ავტორებმა სპეციალურად ამ კრებულისთვის დაწერეს.

პრეზენტაციას გაუძღვებიან წიგნის ავტორები: გია მურღულია, ლევან ცაგარელი, მერაბ ღაღანიძე.

შეხვედრის მოდერატორია თინათინ ქავთარაძე.

 დრო: 15 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები