ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კრებულის „საქართველოს საერთო სასამართლოების მნიშვნელოვანი განმარტებები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებზე“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

16 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გამართავს გოგა ხატიაშვილის წიგნის „საქართველოს საერთო სასამართლოების მნიშვნელოვანი განმარტებები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებზე“ პრეზენტაციას.

კრებული მომზადებული და გამოცემულია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) მიერ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“, ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

მომხსენებლები: ლონდა თოლორაია – შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ნინა ხატისკაცი – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის/Network of Centers for Civic Engagement (NCCE) აღმასრულებელი დირექტორი, გოგა ხატიაშვილი – ავტორი, შსს-ის ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი

მოდერატორი  დეა გოშხეთელიანი,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული

წინამდებარე ნაშრომი ერთ-ერთი პირველი მცდელობაა წარმოაჩინოს საქართველოს საერთო სასამართლოების სამართალწარმოების პრაქტიკა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებზე.

ნაშრომში თავმოყრილია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილებები. ის მოიცავს ამონარიდებს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ 2016-2018 წლებში ოჯახში ძალადობის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან.

სახელმძღვანელოში თავმოყრილი გადაწყვეტილებები ეხება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების, საქმეებზე გაკეთებულ ზოგად განმარტებებს სასჯელის გამოყენებასა და დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით; აგრეთვე გენდერული დისკრიმინაციის მოტივის განსაზღვრის დადებით ტენდენციებსა და მტკიცებულებების სიმწირის პრობლემატიკას.

ღონისძიებაზე სტუდენტებს დაურიგდებათ ნაშრომის განსაზღვრული რაოდენობა.

დრო: 16 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავავაძის გამზ. N32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები