ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია“ - ფილმის ჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

22 იანვარს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, არისკის საქართველოს ფილიალი გიწვევთ კოტე მიქაბერიძის მხატვრული ფილმის ჩვენებაზე: „ჩემი ბებია“, რომელიც 1929 წელსაა გადაღებული.

ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია მოწვეულ სტუმართან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის დოქტორანტთან, სალომე ცოფურაშვილთან.

დისკუსიის თემაა: „სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტი და საბჭოთა ბიუროკრატიის კრიტიკა“.

ფილმს თან ახლავს ინგლისური სუბტიტრები.

დისკუსიის ენაა ინგლისური.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ არისკის ოფიციალურ ვებგვერდს: http://arisc.org/?page_id=49#Georgia

დრო: 22 იანვარი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები