ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„კოსმოსური მაგნიტური ველების წარმოშობა, ევოლუცია და დაკვირვებითი მინიშნებები“ - პროექტის შედეგების პრეზენტაცია

ღონისძიებები

27 დეკემბერს, სამშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროექტის - „კოსმოსური მაგნიტური ველების წარმოშობა, ევოლუცია და დაკვირვებითი მინიშნებები“ (2016 წ.) - შედეგების პრეზენტაცია.

პრეზენტაციას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი, თინათინ კახნიაშვილი.

მის საანგარიშო მოხსენებაში მოკლედ იქნება განხილული ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები, კერძოდ:

  • შესწავლილ იქნა ინფლაციის დროს გენერირებული მაგნიტური ველების ევოლუცია სამყაროს გაფართოების მსვლელობაში; დადგენილ იქნა მაგნიტო-ჰიდროდინამიკური ტურბულენტობის დაშლის ძირითადი კანონზომიერებები (Kahniashvili, Brandenburg, Durrer, Tevzadze, and Yin, PRD submitted, under consideration);
  • შესწავლილ იქნა კოში-შვარცის უტოლობა კოსმოლოგიურ მაგნიტურ ველებთან მიმართებაში (Yin, Kahniashvili, Brandenburg, Fluid Dyn. submitted);
  • შესწავლილ იქნა ელექტროფაზური გადასვლის დროს სპირალური მაგნიტური ველების წარმოშობის შესაძლებლობა და ნაჩვენები იქნა ასეთი ველების მიერ გალაქტიკური და გროვების მაგნიტური ველების ახსნის შესაძლებლობა (Kahniashvili, Brandenburg, Tevzadze, Phys. Scripta 2016, Kahniashvili, Brandenburg, Tevzadze, Vachaspati, 2016 in preparation);
  • რიცხვითი მოდელირებით გამოყოფილ და შესწავლილ იქნა ჰიდრო- და მაგნიტო-ჰიდროდინამიკური ტურბულენტობის ძირითადი კლასები. დადგენილ იქნა ტურბულენტობის ევოლუციის კანონზიმიერებები (Brandenburg & Kahniashvili, Phys. Rev. Lett, accepted, published Jan. 11 2017).

 

დრო: 27 დეკემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია, (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები