ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კოსმოსური მაგნიტური ველების ევოლუცია და დაკვირვებითი მინიშნებები

ღონისძიებები

1-ლ ივლისს, სამშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ჩატარდება ფიზიკისა და ასტრონომიის მიმართულების კოლოქვიუმი -"კოსმოსური მაგნიტური ველების ევოლუცია და დაკვირვებითი მინიშნებები".

მომხსენებელი, პროფესორი თინათინ კახნიაშვილი, განიხილავს ადრეულ სამყაროში კოსმოსური მაგნიტური ველების  წარმოშობის მექანიზმებსა და კოსმოლოგიური მაგნიტური ველების ევოლუციას სამყაროს ადრეული ეპოქებიდან დღემდე; ასევე -  ადრეულ სამყაროში წარმოქმნილი მაგნიტური ველების გავლენას სამყაროს მსხვილმასშტაბიან სტრუქტურაზე და რელიქტიურ ფონზე.

ბანერები