ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „კოსმოლოგია, გეოგრაფია, ტოპოგრაფია: ანტიკურობიდან VI საუკუნის ბიზანტიამდე“

ღონისძიებები

26 და 27 ივნისს, სამშაბათს და ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (UCLouvain) პროფესორის, ვერონიკ სომერსის საჯარო ლექცია თემაზე: „კოსმოლოგია, გეოგრაფია, ტოპოგრაფია: ანტიკურობიდან VI საუკუნის ბიზანტიამდე“.

ბერძნული წარმოდგენები კომპოზიციის, ორგანიზაციის, ფორმისა და სამყაროს შექმნის შესახებ მუდმივად ვითარდებოდა ანტიკურ პერიოდში და გაგრძელდა ბიზანტიურ ხანაში. მომხსენებელი მიმოიხილავს სამყაროს წარმოშობის შესახებ ბერძნული კონცეფციების ისტორიულ სინთეზებს და მათთან დაკავშირებულ საკითხებს.

დრო: 26-27 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა:  E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/50, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (Ext)

ბანერები