ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კორეული ანბანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ღონისძიებები

27 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ილიაუნის თეატრში ილიაუნის კორეული კულტურის სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გაიმართება კორეული ანბანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება:

  • კორეული ხალხური სპექტაკლი (거울 - სარკე)
  • კორეული პოეზია
  • სიმღერა „If You“ – ნინო თოფურია
  • ტრადიციული ცეკვა – ქრისტინე ხუციშვილი
  • ცეკვა - ქანგან(გ)სულე (강강술래) – ჯგუფი The Base
  • კორეული ტრადიციული სიმღერა „არირანგი“ (아리랑) – ილიაუნის ხალხური სიმღერის გუნდი
  • კორეული კალიგრაფია – ფოიეში წარმოდგენილი იქნება კორეული კალიგრაფიის ნიმუშები, დამსწრეთ შეუძლიათ კორეული დამწერლობის პროცესის ხილვა და კორეულად დაწერილი თავიანთი სახელების საჩუქრად მიღება.

ღონისძიებაზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა (დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია).

რეგისტრაციის შემდეგ მეილზე მიიღებთ ღონისძიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

სარეგისტრაციო ფორმა:  https://shorturl.at/azUW8

დრო: 27 ოქტომბერი, 13:00 საათი

 2023

ბანერები