ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კორეის კვირეული ილიაუნიში: QUIZ ON KOREA 2022

ღონისძიებები

თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს ოფისის ორგანიზებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით 14 მაისს გაიმართება მასშტაბური ღონისძიება Quiz on Korea, რომელიც კორეული კულტურისა და ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ღონისძიება შედგება ვიქტორინისა (Quiz on Korea) და კულტურული- ღონისძიებისგან (K-Culture Contest), რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კორეული კულტურითა და კორეული ენის შესწავლით დაინტერესებული წინასწარ რეგისტრირებული მონაწილეები.

ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართება და ფართო აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მის მიმდინარეობას თვალი ადევნონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქლაივის მეშვეობით: https://bit.ly/38RmccD

Quiz on Korea – ვიქტორინა

ვიქტორინა შედგება კორეის კულტურის, ისტორიის, კორეული ენის და სხვა ზოგადი კითხვებისგან ინგლისურ და კორეულ ენებზე. მასში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსზე წინასწარ რეგისტრირებული მონაწილეები. ვიქტორინა ჩატარდება ცნობილი გადაცემის Golden Bell Challenge-골든벨 პრინციპით და მისი მონაწილეები სახალისო გამოცდილებას მიიღებენ. 

K-Culture Contest – კულტურული ღონისძიება

K-Culture Contest – კულტურული ღონისძიებაა, რომლის მონაწილენი, კორეული კულტურით დაინტერესებული წინასწარ რეგისტრირებული პირები, შეძლებენ თავის წარმოჩენასა და ნიჭის გამოვლენას ცეკვაში, სიმღერაში, მხატვრული კითხვასა და კორეულ კულტურასთან დაკავშირებულ სხვა სახის აქტივობებში. 

პრიზი 

ვიქტორინაში გამარჯვებული ფინალისტი ამ წლის სექტემბერში სრული დაფინანსებით გაემგზავრება კორეაში ფინალურ ტურში საქართველოს წარსადგენად.

ფინალური რაუნდი ჩაიწერება სეულში, KBS-ის სტუდიაში, და გადაიცემა KBS-ზე, როგორც სპეციალური პროგრამა, მიძღვნილი ჩუსეოკის დღესასწაულისადმი, რომელიც სექტემბერში ეწყობა.

KBS World-ით ტრანსლაციას 88 ქვეყნის 200-მილიონიანი აუდიტორია ეყოლება.

დრო: 14 მაისი, 13:00 - 16:00 

სამუშაო ენები: კორეული, ინგლისური, ქართული

ფორმატი: ჰიბრიდული, უზრუნველყოფილი იქნება ფეისბუქის ლაივი https://www.facebook.com/Iliauni 

Live - ღონისძიების ბმული: https://bit.ly/38RmccD

2022 წელი

 

 

ბანერები