ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის შოუ - ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე

ღონისძიებები

24 სექტემბერს, ვაკის პარკში, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი წარმოგიდგენთ შთამბეჭდავ შოუს - საზღვაო ისტორიას ბალანსის შესახებ.​
დაუვიწყარი სამეცნიერო ხრიკებისა და დაბალანსებული კონსტრუქციების წყალობით, ვიზიტორები შეძლებენ გამოიკვლიონ ბალანსის საიდუმლოება - შეამოწმონ, გრავიტაცია ერთადერთი ძალაა თუ არა ბალანსის შენარჩუნებისათვის; შეძლებენ დაადგინონ ბალტიის ზღვის გრავიტაციის ცენტრი; გაიგონ, რა იწვევს ზღვის დაავადებებს და რა შეიძლება იყოს გემების ჩაძირვის მიზეზი. 

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი საქართველოში ერთადერთი ღონისძიებაა, რომელიც ღია ცის ქვეშ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად იმართება. ღონისძიება უპირველესად განკუთვნილია სკოლის ასაკის მოზარდებისთვის, თუმცა საინტერესოა ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვისაც. პიკნიკის მთავარი ამოცანაა სახალისო ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, განსაკუთრებით - საბუნებისმეტყველო დისციპლინებში.

დრო: 24 სექტემბერი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, თბილისი

დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისთვის

 www.sciencepicnic.ge


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები