ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კონკურსი - უცხო ენების შესწავლის მნიშვნელობა - დაჯილდოება

ღონისძიებები

4 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში შედგება ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზატორობით მოწყობილი კონკურსში - უცხო ენების შესწავლის მნიშვნელობა - გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. გამოვლინდება სამი ფინალისტი, რომელთაგან I ადგილის მფლობელი ერთკვირიანი სასწავლო-კულტურული პროგრამით გაემგზავრება ლონდონში, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სტუდენტებს კი გადაეცემათ Ipad და IPod Touch.

კონკურსი ნაწილია ბრიტანეთის საბჭოს პროექტისა, რომელიც ევროკავშირსა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, აგრეთვე ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცის შეთანხმებაზე ახალგაზრდების, როგორც მომავალი ლიდერების, ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

კონკურსის ფარგლებში, ბრიტანეთის საბჭოს პედაგოგებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარეს გაკვეთილი უცხო ენების შესწავლის თემაზე, და სტუდენტებს დაავალეს გაკვეთილზე განხილული თემებიდან მოემზადებინათ ინგლისურენოვანი მოკლე ესე ან  ვიდეოგამოსვლა.

ბანერები