


კონკურსი Software Hackathon
ღონისძიებები
2014 წლის 11-12 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო გთავაზობთ HACKATHON-ს - კონკურსს, რომლის ფარგლებშიც საინტერესო იდეები კონკრეტულ პროდუქტებად გარდაიქმნება. კონკურსის მონაწილე პროგრამისტები, მეწარმეები თუ, უბრალოდ, საინტერესო იდეის მქონე ინოვატორები 2 დღის განმავლობაში კომფორტულ სამუშაო გარემოში აყალიბებენ მულტიდისციპლინარულ გუნდებს და თავიანთი იდეების რეალიზებაზე მუშაობენ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი ასაკის პროგრამისტებს, დიზაინერებს, საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს.
მონაწილეობის მსურველებმა 8 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ვებგვერდზე www.goo.gl/kKjRPe. გუნდთან ერთად რეგისტრაციის შემთხვევაში საჭიროა გუნდის თითოეული წევრის დარეგისტრირება. გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 3 წევრისგან. გუნდის არქონის შემთხვევაში შესაძლებელია გუნდის სამუშაო ადგილზე შექმნაც.
კონკურსი HACKATHON იმართება საქართველოს ინოვაციების კვირეულის ფარგლებში. კვირეული საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საკვანძო და უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა და მიზნად ისახავს ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებასა და ინოვაციების პოპულარიზებას.