ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კონკურსი Big Idea Challenge

ღონისძიებები

პროექტის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ვიდეოფიჩის კონკურსი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს რეგისტრაციას კონკურსის Big Idea Challenge მონაწილეთა შესარჩევად.

კონკურსი იმართება ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ფარგლებში. მისი პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონკურსი მიზნად ისახავს სტუდენტების, კურსდამთავრებულთა და ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესიდეების განვითარებასა და წახალისებას.

კონკურსის მონაწილეებისთვის სავალდებულო იქნება მოკლე, 60-წამიანი, ვიდეოფიჩების ჩაწერა, რომლებშიც წარმოდგენილი იქნება ბიზნესიდეა და მისი მზაობა, მიზანშეწონილობა, გავლენა და ხარისხი დასაბუთებული იქნება კონკურსანტის მიერ. ამასთან საჭიროა მონაწილემ ვიდეოფიჩს დაურთოს მოკლე წერილობითი აპლიკაციაც.

კონკურსი იმართება შემდეგ 3 კატეგორიაში:

  • ციფრული ტექნოლოგია;

  • სოციალური სფერო (სოციალური გავლენა);

  • შემოქმედებითი ინდუსტრია (კრეატივი).

თითოეულმა გუნდმა ზემოთ ჩამოთვლილებიდან თავისი შეხედულებით უნდა აირჩიოს ის კატეგორია, რომელზეც გააკეთებს განაცხადს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაციამ, კონკურსის ფარგლებში უნდა შეარჩიოს და წარადგინოს 10 საუკეთესო გუნდი!

ვის შეუძლია მონაწილეობა:

  • კონკურსანტი უნდა იყოს სულ მცირე 18 და არაუმეტეს 35 წლისა;

  • კონკურსანტი უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბენეფიციარი სტუდენტი, კურსდამთავრებული ან/და ახალგაზრდა მეწარმე;

  • კონკურსში განაცხადის შეტანა შესაძლებელია ინდივიდუალურად და ჯგუფურად, მაგრამ კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე უპირატესობა მხოლოდ ჯგუფებს (არაუმეტეს 3 წევრისა) მიენიჭებათ;

  • ერთი კონკურსანტი არ შეიძლება იყოს ერთზე მეტი გუნდის წევრი;

  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა კონკურსის ყველა მონაწილისთვის ისეთ დონეზე, რაც საჭიროა პრეზენტაციის წარმართვისა და პროგრამაში მონაწილეობის უნარ-ჩვევებისთვის.

პრიზი

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით.

კერძოდ, მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, მოიგონ 25,000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ფულადი წილი და სხვა პრიზები!

როგორ მიიღოთ მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გადახვიდეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე და გაიაროთ რეგისტრაცია.

https://forms.gle/nzB9GGUmGAki6nT5A

რეგისტრაცია სავალდებულოა!

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 24 მაისი, 2019 წელი

სამუშაო ენა: ინგლისური

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ კონკურსის ,,Big Idea Challenge” ოფიციალურ ვებგვერდს: https://creativespark-bigidea.uk/


კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:

ელფოსტა: zoomout@iliauni.edu.ge

ფეისბუქ ჯგუფიhttps://www.facebook.com/groups/1232488493572452/

ბანერები