ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A101 აუდიტორია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურს ცენტრი,  კავშირი „საფარი“,საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება, საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი და ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში

გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ნატალია ზაზაშვილის სახელობის კონფერენციაში „ტრავმა და საზოგადოება“. კონფერენცია ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  26   (10:30-17:00) და 27 აპრილს  (10:30 – 14:00).

კონფერენციის ძირითადი თემებია:

- ფსიქოტრავმა, ფსიქოთერაპიული მკურნალობა და ფსიქოსოციალური ჩარევები
- არასრულწლოვანთა ტრავმა და მათთან მუშაობის სპეციფიკა
- ფსიქოტრავმის კვლევები; მათი ზეგავლენა მტკიცებულებაზე-დაფუძნებული სერვისების განვითარებაზე
- სოციალური ტრავმა და თაობებზე ზემოქმედება

კონფერენციის პლენარული მომხსენებლები არიან  ჯანა ჯავახიშვილი (საქართველო)  და  ბორის დროზდეკი (ნიდერლანდები).  მოხსენებებს წარადგენენ საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების წევრები და სხვა პროფესიონალები.

 კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური (27 აპრილს).

ბანერები