ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კონფერენცია თემაზე: ,,საქართველოს ენერგეტიკული სექტორი - სწრაფვა ევროკავშირისკენ და ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმი“

ღონისძიებები

11 ნოემბერს, ოთხშაბათს, 09:30 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის, ანალიტიკური ცენტრის - “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) - და ,,დელოიტ კონსალტინგის“ ერთობლივი ორგანიზებით, ”თიბისი ბანკის” სათაო ოფისში ჩატარდება კონფერენცია: ,,საქართველოს ენერგეტიკული სექტორი - სწრაფვა ევროკავშირისკენ და ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმი“.

კონფერენციაზე განხილულ იქნება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებისა და საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხები; მიმოიხილება ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმის მიზანშეწონილობა, არსებული სტატუსი და მისი სამომავლო განვითარება.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო - ,,მმართველობა განვითარებისათვის“ და ევროკავშირი - „დიალოგი პროგრესისათვის.

დრო: 11 ნოემბერი, 09:30 საათი
ადგილმდებარეობა: ”თიბისი ბანკის” სათაო ოფისი (მარჯანიშვილის ქ. №7)

კონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები