ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის კონფერენცია - „საქართველოს პირველი რესპუბლიკა - დაკარგული დამოუკიდებლობა“

ღონისძიებები

29 მაისს, პარასკევს, 12:00 საათზე,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მართავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას - „საქართველოს პირველი რესპუბლიკა -დაკარგული დამოუკიდებლობა“.

პირველი პანელი დაეთმობა ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტებს, რომლებიც ისაუბრებენ პირველი რესპუბლიკის მთავრობის ფორმირებაზე, სასამართლო რეფორმაზე, საკანონმდებლო ცვლილებებზე, რუსეთ-საქართველოს შორის 1920 წლისხელშეკრულებაზე.

მომხსენებლები: მარიამ გაბუნია, თორნიკე გვარამია, მარი მკერვალიშვილი, ანა საჯაია, გიორგი გოგოხია, ანი უგრეხელიძე, ვაკო ძერია.

ღონისძიების მეორე პანელის ფარგლებში, საქართველოს პირველი რესპუბლიკისა და მისი შემდგომი საბჭოთა ოკუპაციის შესახებ მოხსენებებს გააკეთებენ უნივერსიტეტის პედაგოგები და მკვლევრები: მერაბ ბასილაია, გიორგი მუმლაძე და ირაკლი ხვადაგიანი.

კონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ.

დრო: 29 მაისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები