ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კონფერენცია „სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა აკადემიურ ნაშრომში“

ღონისძიებები

23 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი გამართავს მესამე თემატურ კონფერენციას „სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა აკადემიურ ნაშრომში“.

კონფერენციის მიზანია პასუხი გაეცეს შემდეგ შეკითხვებს:

  • რა არის სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა?
  • რომელი აუცილებელი ფაქტორებია გასათვალისწინებელი ლიტერატურის მიმოხილვის პროცესში?
  • როგორ შევარჩიოთ სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვის მოდელი სხვადასხვა დარგისა და ჟანრის აკადემიური ნაშრომისთვის?

კონფერენციის ამოცანაა თავი მოუყაროს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა, მკვლევართა და სტუდენტთა მოხსენებებს ლიტერატურის მიმოხილვის სტრატეგიების შესახებ. სწორად განსაზღვრული სტრატეგიები საჭიროა ლიტერატურის მიმოხილვის როლის, მიზნისა და მასშტაბის გააზრება სხვადასხვა საფეხურის საკვალიფიკაციო ნაშრომების კონცეფციებთან მიმართებაში. კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ლიტერატურის მიმოხილვასთან დაკავშირებულ უახლეს კვლევებზე, მიდგომებსა და წერის მეთოდებზე; გააანალიზებენ კონკრეტულ შემთხვევებსა და საუკეთესო ნიმუშებს.

კონფერენციის ფორმატი ითვალისწინებს ძირითად მოხსენებებსა და დისკუსიას მრგვალ მაგიდასთან.

საუკეთესო მოხსენებები გამოქვეყნდება საკონფერენციო ნაშრომების კრებულში.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 23 სექტემბერი, 10:00-17:00 სთ.

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,საკონფერენციო დარბაზი G106, გიორგი წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.


საკონტაქტო ინფორმაცია

აკადემიური წერის ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ოთახი E 220

ტელ.: +995 32 222 00 09 (198)

ელფოსტა: writingcentre@iliauni.edu.ge

2023 წელი

ბანერები