ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კონფერენცია: მოზარდობა და ფსიქოანალიზი -კლინიკური და ანთროპოლოგიური ასპექტები

ღონისძიებები

2 ნოემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ასოციაციები „ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე“ და „მწვანე სახლი“, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი თანადგომით, ჩაატარებენ საუნივერსიტეტო კონფერენციას ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის ფუნდამენტურ კონცეპტებზე.

კონფერენციის თემაა: მოზარდობა და ფსიქოანალიზი -კლინიკური და ანთროპოლოგიური ასპექტები

განრიგი

მომხსენებელი: ოლივიე დუვილი - ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი, Paris 10-Nanterre-ისა და Paris 7 Denis-Diderot-ის უნივერსიტეტების პროფესორი, ფსიქიატრიის განვითარების ასოციაციის საპატიო წევრი, ევროპი სფსიქოანალიტიკური ფონდის სამეცნიერო კომიტეტის წევრი, საფრანგეთის ანთროპოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, 300-ზე მეტი სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორი.

თემა: ინიციაციის პრაქტიკა თანამედროვე მოზარდებთან - განსხვავება ინიციაციის რიტუალებსა და ე.წ. ინიციაციურ პრაქტიკებს შორის მოზარდებთან დღეს.

მომხსენებელი: კატრინ სალადენი - ფსიქოანალიტიკოსი, პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის წევრი (Espace Analytique), რამდენიმე წიგნისა და სტატიის ავტორი, ბავშვთაფსიქოანალიტიკოსი პედოფსიქიატრიის სექტორში, ასოციაცია „მწვანე სახლის“ თანადამფუძნებელი (თბილისი, 2006 წ.).

თემა: მოზარდობა და ფსიქოანალიზი-რას ნიშნავს მოზარდობის ასაკი?

დრო: 2 ნოემბერი, 18:30 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები