ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კონფერენცია ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის

ღონისძიებები

16 ოქტომბერს, 09:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში ( ა კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის გაიმართება ორგანიზაციების the BBC Media Action,  AFP Foundation და ევროკავშირის  ერთდღიანი კონფერენცია,  რომლის თემა მედია და კონფლიქტების მოგვარება იქნება.
კონფერეცია ჩატარდება აღმოსავლეთ ევროპის ჟურნალისტების დატრენინგების სამწლიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ,,ევროპის სამეზობლო ინიციატივის“ ნაწილია (http://www.enpi-info.eu/main.php?id=28613&id_type=1).

მომხსენებლები არიან:

  • ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში
  • მაქს დელანი,  AFP ჟურნალისტი
  • ვანო ჩლამოვი, AFP  ფოტოგრაფი
  • შოთა უტიაშვილი, GRASS
  • გიორგი გოგია, Human Rights Watch
  • ბექა ბეჯალიძე, Institute for War and Peace Reporting (ომის და მშვიდობის რაპორტინგის ინსტიტუტი)
  • რეგის ჯენტე, თავისუფალი ჟურნალისტი
  • პროფესორი ევგენი სლომინეროვი, პოლიტიკის მეცნიერებები
  • ონიკ კრიკორიან, თავისუფალი ფოტოგრაფი
  • ელიზაბეტ ოუვენი, კავკასიის სიახლეების რედაქტორი, ევრაზიანეტი (Eurasianet)

კონფერენცია დაიწყება 09:30 საათზე და გაგრძელდება 13:00 სთ- მდე, შემდეგ იქნება მსუბუქი ლანჩი და მასტერკლასი ფოტორეპორტაჟში, რომელიც დამთავრდება 16:00 საათზე.

ბანერები