ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კონფერენცია „ინვესტიციის დაცვის მექანიზმები საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული საკორპორაციო სამართლის მიხედვით"

ღონისძიებები

30 ნოემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია პროექტის - „ინვესტიციის დაცვის მექანიზმები საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული საკორპორაციო სამართლის მიხედვით" შესახებ.

პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.

ღონისძიებაზე განხილული იქნება პროექტის განხორციელებისას გამოვლენილი მიგნებები და მიღწეული შედეგები.

კონფერენციას გაუძღვება დავით მაისურაძე, ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

* "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

დრო: 30 ნოემბერი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები