ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კონფერენცია „დიალოგი: განათლება და ჯანდაცვა“

ღონისძიებები

13 დეკემბერს, 15:00-დან 18:30 საათამდეილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ორგანიზებით სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ის საკონფერენციო დარბაზში Garden Hall გაიმართება კონფერენცია „დიალოგი: განათლება და ჯანდაცვა“.

კონფერენციაში, რომელიც პანელური დისკუსიის ფორმატში ეწყობა, მონაწილეობას მიიღებენ დარგის ქართველი და უცხოელი ექსპერტები. 

I პანელი: სამედიცინო განათლების გამოწვევები საქართველოში 

თემები:

თანამედროვე მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების იმპლემენტაცია, კლინიკური უნარების განვითარება და პრაქტიკა სამედიცინო განათლების დიპლომამდელ საფეხურზე; დიპლომისშემდგომი კლინიკური კვალიფიკაცია და უწყვეტი პროფესიული განვითარება საქართველოში.

სპიკერები: 

ირმა მანჯავიძე, ალექსანდრე ცისკარიძე, მიხეილ ოკუჯავა, გიორგი ბერია, ტიერი ბერნი

II პანელი: ჯანდაცვის სფეროს გამოწვევები საქართველოში

თემები: 

სამედიცინო მომსახურების ხარისხი საქართველოში; ადამიანური რესურსების საკითხები ჯანდაცვის სფეროში; ფინანსური ხელმისაწვდომობა და დაზღვევა; პაციენტისა და ექიმის უფლებები საქართველოში.

სპიკერები: 

გიორგი გოცაძე, თენგიზ ვერულავა, გივი ჯავაშვილი, ნია გიუაშვილი, ტიერი ბერნი

მომხსენებლების შესახებ:

ირმა მანჯავიძე, პროფესორი, მედიცინის დოქტორი; კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის ხელმძღვანელი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) 

ალექსანდრე ცისკარიძე, პროფესორი, მედიცინის დოქტორი, პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ნევროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი; ევროპის ნევროლოგიური საზოგადოებისა და მსოფლიოს ნევროლოგთა ფედერაციის წევრი (ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) 

მიხეილ ოკუჯავა, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ნეიროდიაგნოსტიკის და ნეირომეცნიერების განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი. საქართველოს ნეირომეცნიერთა და სამედიცინო სპეციალობების ასოციაციების წევრი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

გიორგი ბერია, დიპლომირებული მედიკოსი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი; კლინიკური უნარების ლაბორატორიისა და ტრენინგცენტრის დირექტორი (ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი)

გიორგი გოცაძე, მედიცინის დოქტორი, საერთაშორისო ორგანიზაციის „გლობალური ჯანდაცვის სისტემები“ აღმასრულებელი დირექტორი (საერთაშორისო ფონდ კურაციოს პრეზიდენტი)

თენგიზ ვერულავა, პროფესორი, მედიცინის დოქტორი, აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მეცნიერებისა და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის დირექტორი; საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ რედაქტორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

ნია გიუაშვილი, ასისტენტ-პროფესორი, მედიქლაბ ჯორჯია ჰოსპიტლის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის მრჩეველი (საქართველოს უნივერსიტეტი)

გივი ჯავაშვილი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; „საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს" თავმჯდომარე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი)

ტიერი ბერნი, პროფესორი, ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პანკრეასის და კუნძულების ტრანსპლანტაციის პროგრამის დირექტორი, უჯრედული ტრანსპლანტაციის ცენტრის ხელმძღვანელი; ევროპის ორგანოთა ტრანსპლანტაციის საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი; ჟენევის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ყოფილი ვიცე-დეკანი (ჟენევის უნივერსიტეტი (შვეიცარია)

კონფერენციის პროგრამა:

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები