ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კონფერენცია - ახლო აღმოსავლეთი და კავკასია

ღონისძიებები

19 და 20 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ატარებს ინსტიტუტის დამაარსებლის, აკად. გ. წერეთლის დაბადებიდან 110-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - ახლო აღმოსავლეთი და კავკასია: ისტორია, კულტურა, პოლიტიკა. ქართველ მეცნიერებთან ერთად, ფრანგი, ესპანელი, ირანელი, მალტელი და სომეხი მკვლევრები წარმოადგენენ მოხსენებებს კავკასიურ-აღმოსავლური ენობრივი დალიტერატურული კონტაქტების, თანამედროვე ურთიერთობების, აღმოსავლური ლიტერატურის, ხელოვნების, კავკასიისა და ახლოაღმოსავლეთის ისტორიის შესახებ. კონფერენციაზე შეჯამდება ინსტიტუტის თანამშრომელთა გასული წლის სამეცნიერო მუშაობა.

კონფერენციის დასაწყისი: 19 დეკემბერი, 11:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები