ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კომუნიკაციის დამხმარე საშუალების Tobbii Eye Tracker device -ის პრეზენტაცია

ღონისძიებები

20 მაისს, 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება კომუნიკაციის დამხმარე საშუალების, Tobbii Eye Tracker device-ის, პრეზენტაცია, რომელსაც გაუძღვება პროფესიონალი ტექნიკური სპეციალისტი დუბაიდან კამილე მატა (Camille Matta).

მოწყობილობა Tobbii Eye Tracker წარმოადგენს მაღალი ფუნქციების დამხმარე საშუალებას მეტყველების შეფერხების მქონე პირებისთვის ნებისმიერ ასაკში (ბავშვები და მოზარდები ცერებრული დამბლით, არავერბალი აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები, ინსულტგადატანილი და განვითარების სხვა სახის შეფერხების მქონე ადამიანები, რომელთაც უჭირთ ენის გამოყენება კომუნიკაციისთვის). Tobbii მოწყობილობა გამოყენების დასწავლის შემდეგ ადამიანებს აძლევს თავიანთი საჭიროებების წერილობითი გადმოცემის შესაძლებლობას, რომელსაც ამ მოწყობილობის დახმარებით თვალით ქმნიან კომპიუტერში, პლანშეტსა თუ ლეპტოპში.

ვორკშოპი განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მომუშავე ორგანიზაციებისა და ოჯახებისათვის.


დრო: 20 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები