ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის შემოქმედებითი საღამო

ღონისძიებები

 27 აპრილს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით, გაიმართება კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის შემოქმედებითი საღამო. მასში მონაწილეობას მიიღებენ პიანისტი და კომპოზიტორი, ჰოვანეს მანუკიანი; მომღერლები, მარიკო ებრალიძე და მზია ჭილაძე; ფლეიტისტი, ნანუკა გოლიაძე, ინსტრუმენტული კვარტეტი ლუკა თოთაძის (კლარნეტი), დალი ძირაქაშვილის (ვიოლინო), გიორგი ნადარეიშვილისა (ჩელო) და საბა სალაღაშვილის (ფ-ნო) შემადგენლობით. შესრულდება კომპოზიტორის საფორტეპიანო და კამერული ნაწარმოებები.

დრო: 27 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები