ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„კომპიუტერული გრაფიკით აქ ვერ იცხოვრებ“

ღონისძიებები

27 ივნისს, 19:00 საათზე, ილიაუნის B201 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიისა (Fablab iliauni)  და Highway VFX-ის ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება კომპიუტერული გრაფიკის ინდუსტრიასა და პერსპექტივებზე, რაც დაკავშირებულია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ და შემოქმედებით ინდუსტრიასთან.

სპიკერები:

ლევან ლაფაჩი –  Highway VFX-ის თანადამფუძნებელი და ანიმაციის სუპერვაიზერი;

ლუკა ჯღარკავა – Highway VFX-ის თანადამფუძნებელი და ვიზუალური ეფექტების სუპერვაიზერი;

ირაკლი ღარიბაშვილი – Highway VFX-ის თანადამფუძნებელი და არტდირექტორი.

ღონისძიების ფარგლებში კომპანია Higway VFX-ის წარმომადგენლები ისაუბრებენ

  • საქართველოში კომპიუტერული გრაფიკის ინდუსტრიასა და პერსპექტივების არსებობაზე ამ მიმართულებით;
  • კომპიუტერული გრაფიკის გამოყენების მნიშვნელობაზე ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა: ფილმები, რეკლამები, თამაშები, მედიცინა, ინჟინერია და მრავალი სხვა;
  • საქართველოში არსებული ანიმაციური და ვიზუალური ეფექტების სტუდია Highway VFX -ის რეალურ ქეისებზე, როგორც ლოკალური,  ისე გლობალური ბაზრისთვის;
  • მსოფლიო სარეკლამო, კინო და თამაშების ინდუსტრიაზე როგორც ქართული, ასევე გლობალური პერსპექტივით.

Highway VFX-ის ანიმაციებით და ვიზუალური ეფექტებით დახუნძლული რამდენიმე ნამუშევარი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულებზე:

Transformers – LeaderBet – “win your dream car” campaign.
https://vimeo.com/275248722
https://vimeo.com/275249449
https://vimeo.com/275564935

Nissan kicks – The intelligent SUV
https://vimeo.com/334382982

Toggolino TV bumpers
https://vimeo.com/281584412

Ragnar – Royal Viking beer with Dolph Lundgren
https://vimeo.com/331543567

Highway VFX სტუდიის საქმიანობასა და გუნდს შეგიძლიათ გაეცნოთ მათ ვებგვერდზე: www.highwayvfx.com

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა მოცემულ ლინკზე:  https://bit.ly/2ZzwXq3

დრო: 27 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ბანერები